საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს ოფისი პარლამენტში – პროექტს აფინანსებს SIDA. პროექტი დამთავრდება 2008 წლის მარტში. პროექტის მიზნებია: 1. საკანონმდებლო პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვედა დონის სპეციალისტების ჩართვის გზით პარლამენტართა ინფორმირებულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღებისას; 2. პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება. პროექტი ითვალისწინებს ფოკუს-ჯგუფების ჩატარებას მნიშვნელოვან კანონპროექტებზე ძირითადად თბილისს გარეთ; ტრენინგებს პარლამენტის აპარატისთვის და მაჟორიტარ დეპუტატთა რაიონული ბიუროების წარმომადგენლებისთვის; პარლამენტის კომიტეტების მიერ წლიური ანგარიშების გამოქვეყნებას ქართულ და ინგლისურ ენებზე; ახლად მიღებული კანონების კომენტარების ბროშურების სახით გამოცემას და გავრცელებას; საზოგადოებრივი აზრის კვლევას პარლამენტის სტრატეგიის შემუშავების ხელშესაწყობად.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Смотреть что такое "საერთაშორისო გამჭვირვალობა" в других словарях:


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»